მიხეილ სარჯველაძე: თორმეტივე მიმართულებით არის კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯები გადადგმული წინ და ბუნებრივია, ეს შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მიხეილ სარჯველაძეს ევროკომისიის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.
მისივე თქმით, რეკომენდაციებთან მიმართებით, თორმეტივე მიმართულებით არის კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯები გადადგმული წინ და ეს შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს.
„იმ შემთხვევაში, თუ დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იქნება შეფასების მთავარი კრიტერიუმი, ბუნებრივია, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოლოდინი, რადგან საამისოდ საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული ამ ხნის განმავლობაში და შეიძლება ითქვას, რომ თორმეტივე მიმართულებით არის კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯები გადადგმული წინ და ბუნებრივია, ეს შეუძლებელია, დარჩეს შეუმჩნეველი“, – განაცხადა სარჯველაძემ.