ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს დღეს წარადგენს

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

როგორც ევროპულ საბჭოში აცხადებენ, ანგარიში 22 ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე წარედგინება.

ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს.

დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები