პარლამენტში დღეს “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილავენ.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს მოქალაქეობას ქვეყანაში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ მოიპოვებს. თუმცა შესაბამის უწყებაში განცხადების წარდგენამდე, დაინტერესებულმა პირებმა საქართველოში მუშაობასა და უძრავი ქონების ფლობასთან დაკავშირებით გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. მოქალაქეობის მსურველ პირებს ასევე მოეთხოვებათ გარკვეულ დონეზე სახელმწიფო ენის, ისტორიისა და ქვეყნის კანონმდებლობის ცოდნა.
კანონპროექტში შესატანი ცვლილებით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იცვლება შესაბამისი ორგანოებისთვის განმეორებით მიმართვის ვადა და ის 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება.