ელისო ბოლქვაძე მონტე-კარლოს საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრად მიიწვიეს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე მონტე-კარლოს საერთაშორისო კონკურსზე საფრანგეთის ცნობილმა ჰოლდინგმა „გავო” ჟიურის წევრად მესამედ მიიწვია.

პარლამენტის ინფორმაციით, კონკურსის დამაარსებლების ჟან-მარი და შანტალ ფურნიეების ინიციატივით, წლევანდელი კონკურსი პრინც რენიეს 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ელისო ბოლქვაძესთან შეხვედრისას ჟიურის წევრებმა ქართული ტრადიციებისა და კულტურის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
ასევე, გამოთქვეს სახელოვნებო რეფორმის და ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ცნობადობის ასამაღლებლად მხარდაჭერის სურვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები