გიორგი ამილახვარმა ირანის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მაჰმუდ ადიბთან სამუშაო შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.