იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილა, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებისთვის ახალი ვადის განსაზღვრას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გრეტა წიწავას განცხადებით, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებებს ეკისრებათ ვალდებულება 2023 წლის 1 ივლისამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები და ხელახლა დაამტკიცონ, გარდა საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნისა.
„პროცესის დასასრულებლად სახელმწიფო დაწესებულებები საჭიროებენ მეტ დროს, იმისთვის, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები და ხელახლა დაამტკიცონ ისინი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელება და კანონით განსაზღვრული მოქმედი ვადის გაგრძელება 2024 წლის 1 მაისამდე“, – აღნიშნა გრეტა წიწავამ.
პარლამენტში კანონპროექტის განხილვა გამარტივებული წესით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.