“კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსება გარედან ხდება, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუმჭვირვალედ კონკრეტული ორგანიზაციები გაუმჭვირვალედ დაფინანსდებიან, რაც მმართველი პარტიისთვის მიუღებელია.

„თავის დროზე ამისთვის იყო შედგენილი შესაბამისი კანონპროექტი, რომელზეც სამუდამოდ უარი ითქვა, რაც პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა. ჩვენი მიზანი იყო გამჭვირვალობა. რეალურად, გაუმჭვირვალედ ხდება კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყანაში შუღლის გაღვივებით. სამწუხაროდ, გარედან ხდება ამ ორგანიზაციების დაფინანსება, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

საზოგადოებას დღემდე არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იღებს ამ დაფინანსებას, რამდენს იღებს, რისთვის და ასე შემდეგ. უკეთესი იქნებოდა ეს გამჭვირვალე ყოფილიყო, თუმცა შესაბამისი დონორების ინტერესებში არ არის, რომ ეს დაფინანსება გამჭვირვალე იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი გაარკვევს იმას, რომ კონკრეტული წყაროებიდან ხდება საქართველოში აგრესიის, რევოლუციური სცენარების და ა.შ დაფინანსება, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელია. ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთი დაფინანსების შემთხვევებს. შემდეგი აშშ-ის ელჩის პირობებში იმედი მაქვს, რომ მთლიანად აღიკვეთება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყანაში რევოლუციური გეგმების რეალიზებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები