შალვა პაპუაშვილი: 2012 წელს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დახვდა გაჩანაგებული ჯარი

“ნაციონალური მოძრაობას” რომ ჰკითხო, ჯარის აღმშენებლები არიან. სინამდვილეში 2012 წელს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დახვდა გაჩანაგებული ჯარი, იქნებოდა ეს ყაზარმები, სხვა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა თუ იარაღი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” შეძლო, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მოხსნეს ემბარგო, იარაღის შესყიდვაც შესაძლებელია და ინფრასტრუქტურის განვითარება თუ აღჭურვაც.

“თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას რაც შეეხება, 2012 წელს “ქართულ ოცნებას” დახვდა მდგომარეობა, როცა იარაღის შესყიდვაზე ქვეყანას ედო ემბარგო დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. არავინ გვაძლევდა იარაღს. 2008 წლის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ სანქცია დაეწესებინათ რუსეთისთვის, სანქცია დაუწესდა საქართველოს. ამ მდგომარეობაში იყო “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც, რომ ჰკითხო, ჯარის აღმშენებლები არიან. სინამდვილეში, 2012 წელს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დახვდა გაჩანაგებული ჯარი, იქნებოდა ეს ყაზარმები, სხვა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა თუ იარაღი. “ქართულმა ოცნებამ” შეძლო, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მოხსნეს ემბარგო, იარაღის შესყიდვაც შეგვიძლია და ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარება თუ აღჭურვა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები