გურამ მაჭარაშვილი: ყველა გამოცდა ჩაბარებული გვაქვს და ვიმსახურებთ სტატუსის მიღებას
“ჩვენ ყველა გამოცდა ჩაბარებული გვაქვს და ვიმსახურებთ, სტატუსი მივიღოთ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ევროკავშირის მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ეს იქნება რუსეთის სასარგებლო და საქართველოს საწინააღმდეგო.
„კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მონიჭება თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ევროკავშირზე. არსებობს ევროკომისიის ანგარიში, რომ ასოცირებულ ტრიოში საქართველო პირველ ადგილზეა. დღეს ვის აწყობს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს? რუსეთს აწყობს თუ არა? რა თქმა უნდა, აწყობს. ჩვენ ყველა გამოცდა ჩაბარებული გვაქვს და ვიმსახურებთ, სტატუსი მივიღოთ. თუ ევროკავშირის მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ეს იქნება რუსეთის სასარგებლო და საქართველოს საწინააღმდეგო. იმედი მაქვს, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სტატუსის არმოცემა პოლარიზაციას შეუწყობს ხელს და ეს რუსეთისთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.