პრემიერი: ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დავუდასტურე, რომ „ქართული ოცნება” არ აპირებს, მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების” კანონს
ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დავუდასტურე, რომ „ქართული ოცნება” არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების” კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს კითხვა, სხვათა შორის, მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი გუნდის სახელით ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება” არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების” კანონს. ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს”,- აღნიშნა პრემიერმინისტრმა.