“რეკომენდაციები თითქმის შესრულებულია, დარჩენილია დეპოლარიზაციის საკითხი, რასაც მმართველი გუნდი ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს” – დავით მათიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განაცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციები თითქმის შესრულებულია, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ამ პროცესში მონაწილეობას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იღებდა. ევროკომისიის რეკომენდაციები თითქმის შესრულებულია, დარჩენილია დეპოლარიზაციის საკითხი, რასაც მმართველი გუნდი ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს.
საქართველომ კანდიდატის სტატუსი რომ არ მიიღოს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამისთვის ტექნიკური მიზეზი არ ექნებათ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სწორედ ამ ჭრილში ველოდებით პასუხს, თუმცა, მოლოდინი მაინც პოზიტიურია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.