შალვა პაპუაშვილი: ნიკა გვარამიას პატიმრობაში ყოფნას მედიასთან არანაირი კავშირი არ აქვს

“საქართველოში დღეს არის 30-ზე მეტი ტელევიზია, რომელსაც აქვს საერთო დაფარვა მაშინ, როდესაც 10 წლის წინ იყო სულ 3-4 ტელევიზია. მარტო ეს ერთი მონაცემიც კი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პლურალისტურია მედიაგარემო, რამდენად ადვილია მედიის დაფუძნება და ფუნქციონირება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობაში ყოფნას მედიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„300-მდე ჟურნალისტი არის აკრედიტებული პარლამენტში. ნიკა გვარამიას პატიმრობაში ყოფნას მედიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პროფესიას და თანამდებობას სისხლის სამართლის პროცესისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როცა საკითხი ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, მედიამენეჯერი იქნება, ექიმი თუ პოლიტიკოსი… ვინმე ექიმი რომ იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, ეს რას ნიშნავს, რომ ექიმების თავისუფლებაა შეზღუდული?“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები