გიორგი ცაგარეიშვილი: შეუსრულებელი დარჩა პოლარიზაციის დაძლევა, ეს კარგად იციან ჩვენმა კოლეგებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ
“კანდიდატის სტატუსზე მოლოდინი ოპტიმისტურია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 12-პუნქტიდან შეუსრულებელი ერთი პუნქტი დარჩა, რომელიც პოლარიზაციის დაძლევას ეხება.
„ჩვენ უკლებლივ რეკომენდაციების ყველა პუნქტი შევასრულეთ. შეუსრულებელი დარჩა პოლარიზაციის დაძლევა, ეს კარგად იციან ჩვენმა კოლეგებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ. ამ პუნქტის შესრულებას მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა არ ეყოფა. რაც შეეხება 11 პუნქტს, ფაქტობრივად, შესრულებულია, დარჩა მხოლოდ რამდენიმე დეტალის დახვეწა და გარკვევა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ევროკომისიის წინაშე“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.