Edison Research: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 37% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 25% – „ნაცმოძრაობას“

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ – პასუხები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 37%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 25%;
  • „საქართველოსთვის“ – 6%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 5%;
  • „ლელო“ – 4%;
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%;
  • „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) – 3%;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%;
  • „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 3%;
  • „დროა“ – 2%;
  • „ალტ ინფო“ – 2%;
  • „მოქალაქეები“ – 2%;
  • „ხალხის ძალა“ – 2%;
  • „ევროპული საქართველო“ – 1%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები