მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილის ავადმყოფობასა და წამებასთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოს ნაცარს აყრიდნენ თვალში, გაიხსენეთ, რამხელა ზეწოლას ვუძლებდით ყოველდღიურად თუნდაც ევროპარლამენტარების მხრიდან
გაურკვეველი ტრენინგები ტარდება იმისთვის, რომ შეარყიონ საქართველოს ხელისუფლება,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რასაც ხელისუფლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში უცხოელი პარტნიორებისგან განიცდიდა.
“შეხედეთ, რა კამპანია მიმდინარეობდა სააკაშვილის ავადმყოფობასა და წამებასთან დაკავშირებით. ეს ხომ ხელის გულზე ჩანს. ამას მთელი მსოფლიო უყურებდა და მთელს მსოფლიოს ნაცარს აყრიდნენ თვალში, ატყუებდნენ. CNN-ზე გადიოდა სიუჟეტები, რომ ეს ნაძირალა, ბოდიში საზოგადოებასთან, თაღლითი სააკაშვილი კვდებოდა და ამას [სიუჟეტებს] მისი ოჯახი აფინანსებდა მილიონ სამასი ათასი დოლარით. გაიხსენეთ, რამხელა ზეწოლას ვუძლებდით ყოველდღიურად თუნდაც ევროპარლამენტარების მხრიდან. როგორი თავის მართლება გვიწევდა თითოეულ ჩვენგანს, მინისტრებს. ამაზე ანალიზს აკეთებს ჩვენი საზოგადოება და ამიტომ ვერ ხერხდება რევოლუციური სცენარების განხორციელება, მაგრამ პროცესი გრძელდება, [რევოლუციის] მცდელობები კიდევ იქნება“, – განაცხადა ყაველაშვილმა “ქრონიკის” ეთერში.