“მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, როცა ერთი ხელით პარტნიორობას უწევენ ჩვენს ხელისუფლებას, მეორე ხელით კი ახალისებენ რადიკალურ ძალებს” – მიხეილ ყაველაშვილი
“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თუ არის ამერიკის შეერთებული შტატები, მიუღებელია ეს ორმაგი სტანდარტი, როცა ერთი ხელით პარტნიორობას უწევენ ჩვენს ხელისუფლებას, საზოგადოებას, ქვეყანას, მეორე ხელით კი ახალისებენ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის ინსპირირებით არიან დაკავებულები“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„საზოგადოებამ სიმართლე გაიგო, დაუდგა ქართულ ხელისუფლებას და ამიტომაც შევინარჩუნეთ დღეს მშვიდობა. აი, ეს არის ყველაზე მთავარი – უსაფრთხოება და მშვიდობა. ჩვენი ინიციატივით, ჩვენი ბრძოლით, ჩვენი ამ მხილებით მივაღწიეთ იმას, რომ აქამდე მოვედით. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს პროცესი არ გაჩერებულა. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს არჩევნებამდე, ამ პასუხამდე იქნება ეს გამოწვევები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.