„გონს მოსულა ეს კაცი, არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილი “ნაცია” , ვაშაძის მიმდევარია თუ შალიკოს ფანჩატურის მეხოტბე“ – ირაკლი ზარქუა მამუკა გამყრელიძეზე

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩინეთში საქართველოს ელჩის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდა.

„გონს მოსულა ეს კაცი, არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილი “ნაცია”, ვაშაძის მიმდევარია თუ შალიკოს ფანჩატურის მეხოტბე – ვინც ობიექტურად აფასებს სიტუაციას, რა იყო რეჟიმის დროს და დღეს რა გვაქვს, როგორც ცა და დედამიწა, ისეთია განსხვავება. ბუნებრივია, გამოწვევები და ხარვეზები გვაქვს, ეს ჩემზე უმეტესად ბევრმა არ იცის, მაგრამ დანაშაულს არ ჩავდივართ ჩვენი მოსახლეობის წინაშე“, – აცხადებს ზარქუა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩინეთში საქართველოს ელჩი, მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ვითარება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით რადიკალურად გაუმჯობესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები