„ხელისუფლება ასეთი ინციდენტების ორგანიზებას არ აწარმოებს“ – ირაკლი ქადაგიშვილი ლევან ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმაზე

“გამოხატვის თავისუფლებაც არსებობს, მაგრამ თუ ყველა მხარე საერთო თამაშის წესებს არ შეიმუშავებს და საკუთარ თავს გამოხატვის გარკვეულ ჩარჩოებს და შიდა ცენზურას არ დაუწესებს, ერთი ძალადობა მეორე ძალადობას შობს, ერთი შეტევა მეორე – შეტევას”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო სზ ჰაკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ ლიდერთან, ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბერძენიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

„ხელისუფლება ასეთი ინციდენტების არავითარ ორგანიზებას არ აწარმოებს. ყველა ვამბობთ, რომ ძალადობა მიუღებელია. გამოხატვის თავისუფლებაც არსებობს, მაგრამ თუ ყველა მხარე საერთო თამაშის წესებს არ შეიმუშავებს და საკუთარ თავს გამოხატვის გარკვეულ ჩარჩოებს და შიდა ცენზურას არ დაუწესებს, ერთი ძალადობა მეორე ძალადობას შობს, ერთი შეტევა მეორე – შეტევას. ვიღაცამ კვერცხი ჩაიდო, მოლოტივის კოქტეილიც ვიღაცამ ჩაიდო და ვინმემ მოლოტივის კოქტეილის ჩამდები დააორგანიზა? – ყოველგვარი რადიკალიზმი დასაგმობია.

არ შეიძლება, ოპოზიციური ულტრარადიკალიზმი მისაღები იყოს, ხოლო მეორე უკიდურესი მემარჯვენე რადიკალიზმი მიუღებელი. ორივე მიუღებელია და საზოგადოებამ უარი ორივეზე უნდა თქვას. განსაკუთრებით კი, პოლიტიკურმა აქტორებმა. როცა ერთი მხარე აცხადებს, რომ რომელიღაც მეფე ან რომელიღაც დიდი ავტორიტეტის მატარებელი ადამიანი უპირობოდ მოღალატეა და ის ერმა მოღალატედ უნდა შერაცხოს, გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის, რომ შენც უპირობოდ მოღალატე ხარ.

არ შეიძლება, ვიღაცას გამოხატვის ისეთ ფორმებზე ჰქონდეს ექსკლუზივი, რომელიც ნორმალური, თავისუფალი აზრის გამოხატვას ცდება და ფსიქოლიგიურ, მორალურ და ბოლოს ფიზიკურ ძალადობაშიც გადადის. ორივე გამოვლენა მიუღებელი და დასაგმობია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ, ამის შესახებ ინფორმაცია ბერძენიშვილმა „კვირას” დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები