ირაკლი ქადაგიშვილი: კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი მაინც პოზიტიურია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიურია.
„მოლოდინი მაინც პოზიტიურია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკომისია და მისი სტრუქტურები უფრო საქმიანად, კონკრეტული ფაქტების საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს და იღებენ გადაწყვეტილებებს. ევროკომისიის წინა შეფასებით, საქართველო კარგი შეფასების ნიშნულზე იყო გასული და იმედია, ეს შეფასებაც პოზიტიური იქნება. მთლიანობაში, ეს შეფასება იქნება პოზიტიური კანდიდატის სტატუსის გზაზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.