ირაკლი კობახიძე: შექმნილი აჟიოტაჟი მიუთითებს, რომ ვიღაცას სურს, ეროვნულ ბანკში ხელოვნურად გააღრმაოს ინსტიტუციური კრიზისი, ჩვენი მიზანი იყო, ამისთვის ხელი შეგვეშალა და დავძლიეთ ვეტო
“შექმნილი აჟიოტაჟი მიუთითებს, რომ ვიღაცას სურს, ეროვნულ ბანკში ინსტიტუციური კრიზისი ხელოვნურად გააღრმაოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის ამოცანა იყო, ხელი შეეშალა ამ მიზნის რეალიზებისთვის და სწორედ ამის გამო დაძლიეს ვეტო.
“ერთადერთი განსხვავება ვეტოსა და ჩვენ მიერ მიღებულს კანონს შორის იყო ის, რომ ვეტო ითვალისწინებდა 3 ვიცეპრეზიდენტის არსებობას ეროვნულ ბანკში და ჩვენი კანონი ითვალისწინებდა პირველ ვიცეპრეზიდენტს პლუს 2 ვიცეპრეზიდენტს. მეტი განსხვავება არ იყო ამ ორ კანონს შორის. შესაბამისად, ამის გარშემო აჟიოტაჟი რომ არის შექმნილი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაცას სურს ხელოვნურად გააღრმაოს ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში. ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო ხელი შეგვეშალა ამისთვის და სწორედ ამის გამო დავძლიეთ ვეტო“, – განაცხადა კობახიძემ.