მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, ფლობდეს ინფორმაციას, თუ საიდან შეიძლება, მოდიოდეს დაფინანსება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “ხალხის ძალის” განცხადებას გამოეხმაურა.

“აქ არის გარკვეული კითხვის ნიშნები დასმული ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. ერთი ნაწილი კითხვების მიემართება ცალკეული ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და, სიმართლე გითხრათ, ამ საკითხში ნამდვილად ძნელია, არ დაეთანხმო ამ განცხადების ავტორებს, რომ არის ასეთი კითხვები, ლეგიტიმურია და საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, ფლობდეს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს დაფინანსება, რა მოცულობის დაფინანსებაა, რა მიზნით დაფინანსებაა და ა.შ. ეს ბუნებრივია აბსოლუტურად ლოგიკური კითხვებია”,- აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, “ხალხის ძალამ” დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ენჯეოებისა და აგრესიული პოლიტიკური დაჯგუფებების დაფინანსება კვლავაც გაუმჭვირვალეა. დაზუსტებით დღესაც არავინ იცის, ვინ, რისთვის და რა თანხით აფინანსებს „სირცხვილიას“, „ფრანკლინის კლუბს“, „გირჩს“, „დროას“ და სხვა აგრესიულ და მაპოლარიზებელ ლიბერალ-ფაშისტურ დაჯგუფებებს. შესაბამისად, საზოგადოებამ არც ის იცის, კონკრეტულად ვისგან და რა მოცულობით ფინანსდება რევოლუციური გეგმა, რომელზეც რადიკალური დაჯგუფებები დაუფარავად საუბრობენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები