ირაკლი კობახიძე: არასდროს გვქონია ანტიდასავლური განცხადებები – კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის როგორც ხალხს, ასევე იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ ხალხმა აირჩია
“ჩვენ პირნათლად შევასრულეთ 12 პუნქტი, ეს პროცესი ბოლომდე ამ თვის ბოლოს დასრულდება და, რა თქმა უნდა, გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის ხალხსაც და ხელისუფლებასაც.
„შარშან ივნისშიც გვეკუთვნოდა და წელსაც გვეკუთვნის, ეს სტატუსი ეკუთვნის როგორც ხალხს, ასევე იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ ხალხმა აირჩია. ჩვენ არასდროს გვქონია ანტიდასავლური განცხადებები. რა თქმა უნდა, ხანდახან გვიწევდა შეფასებების გაკეთება მათ არაობიექტურ განცხადებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის ანტიდასავლური რიტორიკა. ჩვენი რიტორიკა პროქართული, პროდასავლურია და ყოველთვის მივყვებით ამ ხაზს“, – განაცხადა კობახიძემ.