“გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან და ბუნებრივია, ფარგლებს გაღმა არ გავდივართ” – ირაკლი კობახიძე
„არ გამიგია მისი არსებობის შესახებ. ადრეც გავრცელდა, რომ თითქოს, სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში, რაც აღმოჩნდა ფარსი და ტყუილი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველო-რუსეთის საქმიანი საბჭოს არსებობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბუნებრივია, ფარგლებს გაღმა არ გავდივართ. არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, მათ შორის სპეცწარმომადგენელი. ეს არის ერთადერთი არხი, რომელიც გვაქვს რუსეთთან კომუნიკაციის. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს. ეს არის ის თემები, რაზეც კონცენტრირებულია ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა“, – განაცხადა კობახიძემ.