ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, გაჟღერდება ობიექტური შეფასებები თითოეული იმ ნაბიჯის შესახებ, რომელიც გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ობიექტურად იქნება შეფასებული.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენ მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს ობიექტური შეფასება ექნება – დაველოდოთ ზეპირ მოსმენას. იმედი გვაქვს, გაჟღერდება ობიექტური შეფასებები თითოეული იმ ნაბიჯის შესახებ, რომელიც გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის 12 პუნქტის შესრულების ნაწილში“, – აღნიშნა კობახიძემ.