“ამერიკის ელჩი მალე შეიცვლება და იმედი მაქვს, ახალი ელჩი სხვანაირად იმოქმედებს” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების ხელშეწყობაში სდებენ ბრალს.

„ამ თემაში არ მინდა შესვლა იმის გამო, რომ ელჩი დეგნანი მალე შეიცვლება. მე აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, დაფინანსება.

ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც უკვე ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, შეურაცხმყოფელი განცხადებების, ბილწსიტყვაობის წახალისება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ელჩი სხვანაირად იმოქმედებს, ახალი ელჩის კუთხით ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები