“ოპოზიციას მოვუწოდებ, გაერთიანდით, ბარიერს მაინც გადალახავთ, იყვნენ პარლამენტში, ცოტა ხანი გავერთობით” – ირაკლი ზარქუა

„ოპოზიციას მოვუწოდებ, გაერთიანდით, ბარიერს მაინც გადალახავთ, იყვნენ აქ პარლამენტში, ცოტა ხანი გავერთობით”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გაერთიანების მოწოდების შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

„მე მომხრე ვარ, გაერთიანდნენ და სავარაუდოდ, ვერ აცდებიან. არ მინდა, ჩემი “ხაბე” მარტო დარჩეს იმ ბრძოლაში და ახლა ეს “ჭიჭე” ვაშაძე გინდ იქით იყოს, გინდ აქეთ, რა მნიშვნელობა აქვს?! ხომ ვიცით, რომ ყველას ერთნაირი ხელწერა აქვთ?! ყველა ერთიანი თესლიდან აღმოცენებულები არიან.

ატყუებენ თავის ამომრჩეველს? ვითომ “ნაცმოძრაობას” ემიჯნებიან? გახარია რომ მჭერმეტყველებს და მორალს კითხულობს, ახლა გახდა თურმე დემოკრატი და თურმე “ნაცები” არ მოსწონს, ისევე როგორც ხაზარაძეს.

“ჭიჭე” ვაშაძე კი საერთოდ დუმს. ლუსტრაცია ხდება წინასაარჩევნოდ ყველა ამ პატარა პარტიის. მოვუწოდებ მათ, გაერთიანდით, ხალხი მაინც არ განსხვავებთ, ბარიერს მაინც გადალახავთ. იყვნენ აქ, პარლამენტში, ცოტა ხანი გავერთობით,”- განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები