გიორგი ვოლსკი: სუროგაციის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს სტანდარტი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში გააჩნიათ
“სუროგაციის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს სტანდარტი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში გააჩნიათ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„საკმაოდ სერიოზული ექსპერტები მუშაობდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. სუროგატები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ამის უამრავი მაგალითია სამწუხაროდ და მათგან შობილი ბავშვების შემდგომი ბედიც ნაკლებადაა ცნობილი. ეს თემა უფრო მაღალი დონის სპეციალისტებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ რაც მთავარია გათვალისწინებული უნდა იყოს სტანდარტი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში გააჩნიათ“,- აღნიშნა ვოლსკიმ.