გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობას“ მიაჩნია, რომ ერთადერთი და განუმეორებელია – ტოქსიკური გახდა ყველა, ვინც თავისი პოლიტიკური საქმიანობა მას დაუკავშირა

„ნაცმოძრაობა“ არის ტოქსიკური და ასეთივე ტოქსიკური გახდა ყველა, ვინც თავისი პოლიტიკური საქმიანობა მას დაუკავშირა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა” ორადაა გახლეჩილი და ორივე მხარე ნგრევისკენ მიექანება.

„ოპოზიციური გაერთიანება ჰქონდათ, ამისთვის შალვა ნათელაშვილის ეზო, ფანჩატური გამოიყენეს. მაშინ გაერთიანდნენ ადამიანები, ვინც ჩართული იყვნენ ანტიქართულ საქმიანობაში და ხელი შეუწყვეს რუსეთის პრიორიტეტების დაკმაყოფილებას საქართველოში. ეს არ იკმარეს და ამ პროცესებში ჩაერთო ოპოზიციის რადიკალური ფრთა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში მთავარია დესტაბილიზაცია. „ნაცმოძრაობას“ მიაჩნია, რომ ერთადერთი და განუმეორებელია, რადგან ატყობს, რომ ვინც გარშემო შემოიკრიბა, მათ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ და ამიტომ ფიქრობს, რომ თავად უნდა იყოს წარმმართველი, თუმცა ამავე დროს გახლეჩილია ორად და ორივე მხარე ნგრევისკენ მიექანება. რაც შეეხება „ლელოს“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, ვაშაძე, ხოშტარია, ამ ხალხს არ აქვს რესურსი, შორს გაიხედოს და ახალგაზრდებს რაიმე ახალი მიაწოდოს, ახალი პროგრამა დადოს. დამანგრეველის გარდა, შინაგანად არ არიან სხვა მიმართულებით მოწოდებული. „ლელოს“ აქვს პრეტენზია, იყოს აღმაშენებელი და სახელი თუ არა, ფუნქცია წაართვას მას, ვინც თავის თავს ასე უწოდა. მათი ურთიერთობები იმდენად შეუსაბამოა, რომ არ მგონია, რეალურ ოპოზიციად გამოდგეს, თუ ერთხელ და სამუდამოდ იმ სისხლიან წარსულს არ გაემიჯნებიან, რომელშიც ჩარჩა „ნაცმოძრაობა“. „ლელოსთვის“ ამის გაკეთება რთული იქნება „ნაცმოძრაობის“ მმართველ რგოლთან ურთიერთობების გამო. „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველოც“ გამოეყო, მაგრამ მათ წითელი ხაზები არ გაავლეს, რაც მათგან გამიჯნავდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები