მთავრობის ინიციატივა ინვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას მთავრობის ახალი ინიციატივა წარედგინება. ინიციატივის თანახმად, ინვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

საკანონმდებლო პაკეტი აწესრიგებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობას და სფეროში არსებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სუროგაციასთან დაკავშირებით რეკლამების განთავსება, ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ, გავრცელდება მხოლოდ სამინისტროს მიერ. ასევე, კანონი, „უანგარობის პრინციპი“ სუროგატებისთვის ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, სხვა ტიპის კომპენსაციის მიღებას კრძალავს.

გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზიის ტიპებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობის ლიცენზია დაემატება და მოწესრიგდება სფეროსთან დაკავშირებული კლინიკური საკითხებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები