დიმიტრი ხუნდაძე: ენჯეოებმა საზოგადოებას FARA-ს ამერიკული კანონის წაკითხვა აუკრძალეს და იგი მათ წაუკითხავად გააპროტესტებინესპ

არასამთავრობო სექტორმა კანონპროექტს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი ასლი იყო, ერთი ხელის მოსმით რუსული კანონი დაარქვა, – ამის შესახებ „იმედის კვირას“  „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

„გარედან, ასე ვთქვათ, ზვავის სახით აგორდა, თითქოს ეს კანონი რუსული იყო და თან იქვე შეეშინდათ, რომ არ გამჟღავნებულიყო, რადგან სულ 4-გვერდიანია კანონი იყო. წამკითხველი იქვე აღმოაჩენდა, რომ მასში არაფერი იყო რუსული. სწორედ ამიტომ იგი მოინათლა და იყო მცდელობა რუსულად მოენათლათ. საზოგადოებას აუკრძალეს ამ კანონის წაკითხვა და იგი წაუკითხავად გააპროტესტებინეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები