რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამუშაო პროცესები ისეთივე მრავალფეროვანი იყოს, როგორც ჩვენი საჭიროებებია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მე-16-ე სესიას “ტვიტერზე” ეხმაურება.

„მე აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პოლიტიკურ დებატებსა და პროცესებში, რაც ირიბად ეხმარება ცნობიერების ამაღლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ვამახვილებდეთ ყურადღება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკაზე და რომ ჩვენი სამუშაო პროცესები ისეთივე მრავალფეროვანი იყოს, როგორც ჩვენი საჭიროებებია“, – წერს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები