მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მმართველმა გუნდმა პრიორიტეტად აირჩია, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ნაბიჯები გადავდგათ
საქართველოს მმართველმა გუნდმა პრიორიტეტად აირჩია, რომ 12 რეკომენდაცია უნდა შესრულდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ნაბიჯები გადავდგათ და მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ერთ-ერთი რეკომენდაცია არის დეოლიგარქიზაცია, რომელზედაც აზრთა სხვადასხვაობაა, გვესმის სხვადასხვა მინიშნება, მოსაზრება, რომელიც ხშირად ცდება ევროკომისიის რეკომენდაციასაც და იმასაც, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია.
ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვენეციის კომისიასთან გვეთანამშრომლა. ყველა ის შენიშვნა, რაც გამოითქვა კანონპროექტთან დაკავშირებით ასახული იყო კანონპროექტში.
ახლა რამდენად საჭიროა კანონის მიღება იმისათვის, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი აღარ იდგეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
ჩვენ ყურადღებით წავიკითხეთ ვენეციის კომისიის მოსაზრება და ის ასპექტები, რაც ჩამოთვლილია სისტემურ მიდგომაში ეს ევროკავშირის სხვადასხვა რეკომენდაციაშიც არის. რა საჭირო იყო დეოლიგარქიზაცია, ასი ასეთი ტერმინით ცალკე რეკომენდაციის გაცემა თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ინსტიტუტების გამართულ მუშაობაზე. აქედან გამომდინარე, ამ განცხადებებიდან რჩება გარკვეული ბუნდოვანება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესრულებად.
ჩვენი მთავარი მზიანია, რომ ჩვენ შევფასდეთ პოზიტიურად, რეკომენდაციების შესრულება ჩაითვალოს კარგად და შეიქმნას საფუძველი იმისთვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ამ რეკომენდაციის შეფასების საფუძველზე უნდა მიიღონ, იყოს პოზიტიური“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.