გია აბაშიძე – ეკა შანიძეს, რომელიღაც ზონდერ-არხის პროდიუსერს გადაეცით, “მთავარმა არხმაც” გააშუქა ფეისბუქ პოსტი იმ კაცის, რომელმაც მოღალატე “გირჩი” გაალამაზა, ჯერ “მთავარ არხზე” აღშფოთდეს და მერე იკითხოს მორალი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ტელეკომპანია „ფორმულას“ პროდიუსერის ეკა შანიძის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “იმედის” გარდა, “მთავარმა არხმაც” გააშუქა ფეისბუქ პოსტი იმ კაცის, რომელმაც მოღალატე “გირჩი” გაალამაზა. მისი თქმით,  შანიძე ჯერ “მთავარ არხზე” აღშფოთდეს და მერე იკითხოს მორალი.

„აი, ამ ეკა შანიძეს, ალასანიას ყოფილ ლეკვს და ახლა რომელიღაც ზონდერ-არხის პროდიუსერს გადაეცით, რომ “იმედის” გარდა “მთავარმა არხმაც” გააშუქა ფეისბუქ პოსტი იმ კაცის, რომელმაც მოღალატე “გირჩი” გაალამაზა. ჰოდა, ჯერ “მთავარ არხზე” აღშფოთდეს და მერე იკითხოს მორალი“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები