“აწი გაზის კამერებში შეგვყარონ პირდაპირ, არ ჯობია?!” – გოგა ხაინდრავა ვიოლა ფონ კრამონს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა “ტვიტერით” ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმიანება.
“ფონ კრამონი წერს: ომამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს, თურქეთის… ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა გაზრდილი, რაც სანქციების თავიდან არიდებაზე მიუთითებს. ამ ქვეყნებსა და კომპანიებს ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს”. აწი გაზის კამერებში შეგვყარონ პირდაპირ არ ჯობია?!, – წერს ხაინდრავა.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ ომამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა გაზრდილი, რაც ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდებაზე მიუთითებს. კრამონის თქმით, სანქციების თავიდან არიდებაში პასუხისმგებელ ქვეყნებსა და კომპანიებს ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს.

“მესამე ქვეყნების საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობა 800%-ით გაიზარდა ომამდელ პერიოდთან შედარებით. რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდება. ეს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ადგება. ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა/სანქციები ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს”, – წერს კრამონი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები