„ამ მიდგომის მოწინააღმდეგე ვერ ვიქნები“ – ლევან იოსელიანი სააკაშვილის სამაჯურით გათავისუფლებაზე
„სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური პატიმრების მიმართ, უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული სამაჯური“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ომბუდსმენი პატიმრებში მესამე პრეზიდენტსაც? – ლევან იოსელიანმა უპასუხა:
„სახალხო დამცველი თავისი მანდატიდან გამომდინარე ვერ იქნება ჰუმანური მიდგომის მოწინააღმდეგე, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს. სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პატიმარი და სადაც მე ვხვდები, ვისაც ვხვდები, ყველასთან იმას ვსაუბრობ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური პატიმრების მიმართ. უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული სამაჯური, უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული ვადამდელი გათავისუფლების მექანიზმი და ა.შ. ასე რომ, ბუნებრივია, მე ვერ ვიქნები ასეთი ფორმის სასჯელის ფორმის მოწინააღმდეგე. არა მხოლოდ მასთან, ყველა პატიმართან, ვინც ამ კრიტერიუმებში შეიძლება მოხვდეს, მის მიმართ რომ იყოს გამოყენებული სამაჯური როგორც ალტერნატიული მექანიზმი და შეძლოს ამით სარგებლობა, მე მხოლოდ ვეთანხმები“, – განაცხადა იოსელიანმა.