“ქართულ პოლიტიკაში მისი ყოფნის ახალი სერიალი დაიწყო” – ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

“სააკაშვილი საქართველოში იმიტომ შემოიპარა, რომ საქართველოს პოლიტიკაზე ზეგავლენა მოეხდინა. მერე მილიონი დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს წამლავენ, აწამებენ და ციხეში კლავენ, ეს იყო მისი ბოლო სცენარი. ყველამ დავინახეთ რომ ამ სცენარმა არ იმუშავა, დღეს ქართულ პოლიტიკაში მისი ყოფნის ახალი სერიალი დაიწყო”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს თავიდანვე სპეკულაცია იყო. მას წონასა და ჩვეულ ფორმაში დაბრუნება შეუძლია, თუ ექიმებისა და დიეტოლოგების ყველა მითითებას შეასრულებს.

ის, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის, კონკრეტულად საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალება არ ექნება, კონკრეტულ თანამდებობაზეც ვერ დაინიშნება, მაგრამ ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოახდენს, როგორც აქამდე, ახლაც შეძლებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები