“საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ის საკითხი, რომელიც პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის დუღილის ტემპერატურას მკვეთრად დაბლა დასწევს” – ირაკლი ქადაგიშვილი

“კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ გააღვივა საქართველოში პოლარიზაცია და რადიკალიზმი. ამიტომ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ის საკითხი. რომელიც პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის დუღილის ტემპერატურას მკვეთრად დაბლა დასწევს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანი იყო პრემიერმინისტრის სწორად დასმული აქცენტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომ სწორედ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ გააღვივა საქართველოში ეს პოლარიზაცია და რადიკალიზმი. ამიტომ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ის საკითხი. რომელიც პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის დუღილის ამ ტემპერატურას მკვეთრად დაბლა დასწევს.

რა თქმა უნდა, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ყოველთვის იქნება უამრავი საკითხი, რის გამოც იქნება მკაფიო დაპირისპირება, კამათი დისკუსია, მაგრამ ასეთი, როგორც იტყვიან, „სამკვდრო-სასიცოცხლო“ დაპირისპირება ნამდვილად მოიხსნება. ასევე, მომავალი არჩევნებისთვის ყველას მოუწევს თავისი უკეთესი სახის დანახვება და არ არა ის ფეიკ-ლოზუნგებით მანიპულირება, რითაც დღეს ოპოზიციაა დაკავებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები