“მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებაზე საუბარი არ არის” – ანა წითლიძე

„საუბარი არ არის ოპოზიციის მის გარშემო გაერთიანებაზე, მთავარი მესიჯი არის, რომ ყველა პროდასავლური პარტია, მიუხედავად განსხვავებისა, უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნის ირგვლივ, რაც არის „რუსული ოცნების” მოშორება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საუბარი არ არის მის გარშემო გაერთიანებაზე, მთავარი მესიჯი არის ის, რომ ყველა პროდასავლური პარტია, მიუხედავად განსხვავებისა, უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნის ირგვლივ, რაც არის “რუსული ოცნების” მოშორება და ყველა პროდასავლურმა პარტიამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გავუშვათ ისინი ხელისუფლებიდან.

უნდა გვახსოვდეს, რომ სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი გადამწყვეტ არჩევნებამდე, უნდა გვახსოვდეს, რომ მეტწილად საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ განსხვავება არის მეასეხარისხოვანი. როცა საუბარია გაერთიანებაზე, საუბარია სწორედ ამ მიმართულებით”, – განაცხადა წითლიძემ.მდინარ

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები