უძველესი ცივილიზაციები – ჰიპერბორეა

უძველესი ეზოთერული ცოდნის მიხედვით ჰიპერბორეა იყო ცივილიზაცია, რომელიც მდებარეობდა უკიდურეს ჩრდილოეთში, სადაც მიწიერი და ზეციერი განზომილებების საზღვარი გადიოდა. ლეგენდების თანახმად, ჰიპერბორეელებმა დაარღვიეს ღვთიური კანონები, რის გამოც ისინი ღმერთებმა გამოაძევეს მატერიალურ სამყაროში. ამის შემდეგ მათ ახალი ცივილიზაცია შექმნეს დედამიწაზე და ამით დასრულდა ოქროს ხანა.
ოქროს ხანის ხსოვნა დედამიწაზე შემონახულია თითქმის ყველა ხალხის კულტურაში ინდოეთიდან ჩრდილოეთ ევროპამდე, პოლარული რეგიონების ჩათვლით. აღმოსავლური წყაროები ასახელებენ ედემს, სადაც ადამიანები ღმერთებთან დადიოდნენ. ძველი ეგვიპტელები გადმოგვცემენ, რომ ოდესღაც ღმერთი თავად მართავდა ქვეყანას. ბაბილონურ მითოლოგიაში მოთხრობილია დედამიწის სამი ასაკის შესახებ, პირველი იყო ცის ღმერთის – ანუს მართვის ხანა, ოქროს ასაკი, რომელიც დასრულდა წარღვნის შედეგად. ირანულ ტექსტებში მოთხრობილია 1000 -წლოვან ოქროს ხანაზე, პირველი მეფისა და ადამიანების შესახებ, რომელთათვისაც უცხო იყო სიცხე და სიცივე, სიბერე, ავადმყოფობა და სიკვდილი. ყველაზე სრულყოფილი ვერსია და ალბათ ყველაზე ძველიც არის ინდუიზმის სწავლება ოთხი იუგას შესახებ. პირველი იყო ოქროს ასაკი, უკანასკნელი კალი იუგა შეესაბამება ჩვენს თანამედროვეობას.10622145_737920476273915_1293891512_n
ყველა გადმოცემა საუბრობს, რომ ამ მითიურ ოქროს ასაკში ღმერთები ურთიერთობდნენ ადამიანებთან, იყო ჰარმონიული, დაბალანსებული გარემო ზეციერ და მიწიურ სამყაროებს შორის, არ არსებობდა ტანჯვა და სიკვდილი. ცოდვით დაცემის შემდეგ, ადამიანი ჩაერთო დროის ციკლში, ჩამოერთვა უკვდავება და გაიწირა სამუდამო სატანჯველად. ელენა ბლავატსკაიას ,,საიდუმლო დოქტრინის“ მიხედვით, პირველი ჰუმანოიდური რასა დედამიწაზე იყო ჰიპერბორეელები, ისინი წინ უსწრებდნენ ლემურიისა და ატლანტიდის ცივილიზაციებს.
რუსი მეტაფიზიკოსი ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ ეს იყო მზიური ხალხის სამშობლო და უკავშირებს ახლანდელ ჩრდილოეთ რუსეთის მხარეს. მისი განმარტებით, ,,მზის ხალხი“ იყვნენ შემოქმედებითი, ენერგიული და სულიერების მქონენი, ხოლო მათ საპირისპიროდ ,,მთვარის ხალხი“ იყო კონსერვატორული და მატერიალიზმის მიმდევარი. ჰიპერბორეას ცივილიზაციის განადგურების მიზეზად დედამიწის ღერძის ცვლილება სახელდება. ადამიანთა მიერ ღვთაებრივი სამართლის დარღვევამ გამოიწვია მეტაფიზიკური ბალანსის ცვლილებება, რაც დედამიწის სრული კატასტროფით აისახა. იტალიელი მეტაფიზიკოსი იულიუს ევოლა თვლის, რომ ამ ჰიპერბორეას განადგურებით იხურება ისტორიის პირველი ციკლი და იწყება მეორე – ატლანტიდელთა ეპოქა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები