“ტრეფიკინგი არის თემა, რომელიც მიუღებელია არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ – მთელი საზოგადოებისთვის” – გიორგი ვოლსკი

„ტრეფიკინგი არის თემა, რომელიც მიუღებელია არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ფაქტია, რომ საქართველო თავის ღირსებით, მართვის სისტემით, რასაკვირველია ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ტრეფიკინგი არის თემა, რომელიც მიუღებელია არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ანგარიშში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები