“არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყნის საგარეო კურსს რაიმე ემუქრება, არ არსებობს” – გია ვოლსკი

“არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყნის საგარეო კურსს რაიმე ემუქრება, არ არსებობს, ამ გზაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი ხინჯი არ გააჩნია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„აქედან გამომდინარეობს გააფთრებული, ისტერიული მტკიცება იმისა, თითქოს, საგარეო კურსს რაიმე ემუქრება. რეალობაში, ამის არანაირი ნიშნები არ არის – პირიქით! საქართველომ უფრო ადრე გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა უფრო ადრე მიიღო, ვიდრე მოლდოვამ და უკრაინამ. ამ გზაზე არანაირი ხინჯი “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები