“აგვისტოს ომი დროებით წაგებულია ომია, ჩვენი მიზანია – საქართველო იყოს ერთიანი, ოღონდ მშვიდობიანი გზით” – მაკა ბოჭორიშვილი თორნიკე რიჟვაძის განცხადებაზე

„აგვისტოს ომი დროებით წაგებულია ომია, ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს ერთიანი და მთლიანი, ოღონდ მშვიდობიანი გზით“, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომელშიც რიჟვაძემ აგვისტოს ომს “ლაჩრულად წაგებული” უწოდა.

“სამწუხარო რეალობა არის ის, რომ აგვისტოს ომი წაგებული ომია დროებით. ეს არის ის ბრძოლა, რომელშიც საქართველო ჯერ კიდევ არის. ჩვენი მიზანი არის ის, რომ საქართველო იყოს ერთიანი და მთლიანი, ოღონდ მშვიდობიანი გზით. დანარჩენი ამ საკითხებზე თქვენი სპეკულაციები აბსოლუტურად დამაზიანებელია,” – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები