მაკა ბოჭორიშვილი: იმ დროს, როდესაც საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

იმ დროს, როდესაც საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და აქ საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი გამორჩეულია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში დღევანდელ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს იქნება მთავარი თემა, თუ რა გაკეთდა ამ წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს გზავნილები ჩვენს პარტნიორებამდე მიტანილი იყოს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, დღეს მოხსენებით საგარეო საქმეთა მინისტრი წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები