პარლამენტი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
პარლამენტი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმენს. დარჩიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.
ის თავდაპირველად სამინისტროს საქმიანობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხებს.
პლენარულ სხდომაზე დებატებიც გაიმართება.