პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე – ქალების როლი პოლიტიკაში

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი ბაია კვიციანი სტუდენტებს და კვლევით საქმიანობაში ჩართულ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქალების როლზე პოლიტიკაში. ნინო წილოსანის განცხადებით, აღნიშნული თემით დაინტერესებული პირები მუდმივად უკავშირდებიან გენდერული თანასწორობის საბჭოს და გამოთქვამენ სურვილს უშუალოდ შეხვდნენ პარლამენტარ ქალებს.

„აქედან გამომდინარე, მათთვის, ვინც დაინტერესებული იყო ამ საკითხით, გამოვაცხადეთ ღია შეხვედრა. შესაბამისად, დღეს ვისაუბრეთ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობაზე, ზოგადად, პოლიტიკურ გარემოზე და ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. იმედი მაქვს, რომ მათთვის ის ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო“, – აღნიშნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები