პარლამენტი ხვალ ილია დარჩიაშვილს მოუსმენს
პარლამენტი 16 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პლენარულ სხდომაზე მოუსმენს. დარჩიაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.
ის თავდაპირველად სამინისტროს საქმიანობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართება.