ბექა დავითულიანი: „ნაცმოძრაობა“ დღეს ბევრად უფრო დაკნინებულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო

„გვინდა თუ არ გვინდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ წლების განმავლობაში აღმოჩნდა, რომ არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ბევრად უფრო დაკნინებულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ეს რამდენიმე მარტივი, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილების გამოა. თუ ამ პოზიციებით ისინი გავლენ არჩევნებზე და დარჩებიან მთავარ ოპოზიციურ ძალად, ამ მდგომარეობით მათი შანსები დიდი არ არის. ეს, ერთი მხრივ, პოლარიზაციის შემცირებას, ალბათ, ხელს შეუწყობს, მაგრამ მეორე მხრივ იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი გამართული და ჯანსაღი იყოს, ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ოღონდ ოპოზიცია, რომელიც იქნება ორიენტირებული საქმეზე, ქვეყნის განვითარებაზე და არა უბრალოდ ჩვენს ლანძღვაზე ყოველგვარ მიზეზგარეშე. ლანძღვით საქმე ვერ გაკეთდება“,- აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები