ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არმოსაწონი პირების ოლიგარქად ცნობას შეეცდება
როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენად დააინიცირებს საკითხს, რომ კეზერაშვილი ოლიგარქად იყოს ცნობილი?! რა თქმა უნდა, ისინი ამას არ გააკეთებენ, – ამის შესახებ პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არმოსაწონი პირების ოლიგარქად ცნობას შეეცდება.
„ეს ხალხი ჩვენ გვთავაზობს სწორედ ზეპერსონალურ მიდგომას, როდესაც პოლიტიკურ ჯგუფებს, პარლამენტს აძლევენ შესაძლებლობას, რომ პოლიტიზების ნიშნით მოახდინონ ამ პროცესის წარმართვა პარლამენტში.
ნებისმიერი საკითხი, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას და აღჭურავს უფლებით, მოახდინონ საკითხის წარმართვა პირის ოლიგარქად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტში, რა თქმა უნდა, სწორედ ესაა პროცესის პოლიტიზება და ზეპერსონალიზება. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენად დააინიცირებს საკითხს, რომ კეზერაშვილი ოლიგარქად იყოს ცნობილი. რა თქმა უნდა, ისინი ამას არ გააკეთებენ და დაიწყებენ სწორედ მათთვის პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არმოსაწონი პირების ოლიგარქად ცნობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა “იმედის” ეთერში.