ბექა დავითულიანი: დიდწილად, 12 პუნქტი შესრულებულია
“დეოლიგარქიზაციის კანონი მეორე მოსმენით მივიღეთ და დავდექით გაურკვეველ მდგომარეობაში: ევროკომისიას დავეყრდნოთ თუ ვენეციის კომისიას. ამიტომ, გავაკეთეთ დათქმა, რომ როგორც მოხდება შეჯერება, საბოლოოდ, ისე ვიმოქმედებთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
„დიდწილად, 12 პუნქტი შესრულებულია, დარჩენილია ორი პუნქტი, რომელთაგან ერთი დასრულდება ზაფხულის ბოლომდე, მეორე კი ეხება დეპოლარიზაციას. ძალიან ხშირად იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც უნდა მონაწილეობდნენ დეპოლარიზაციის პროცესში, პირიქით ხდება დაძაბვა და ურთიერთობების ჩიხში შეყვანა, შესაბამისად, ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ პუნქტის შესრულებაზე მხოლოდ ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენ არ ვართ მისი ადრესატები. დეოლიგარქიზაციის კანონი მეორე მოსმენით მივიღეთ და დავდექით გაურკვეველ მდგომარეობაში: ევროკომისიას დავეყრდნოთ თუ ვენეციის კომისიას. ამიტომ გავაკეთეთ დათქმა, რომ როგორც მოხდება შეჯერება საბოლოო ჯამში, ისე ვიმოქმედებთ. სასამართლო რეფორმის ნაწილშიც ბოლოში ვართ გასულები და, პრინციპში, დანარჩენი ყველაფერი შესრულებულია“, – აცხადებს დავითულიანი.