მამუკა მდინარაძე: გარანტიას ვიძლევი, ქართულმა ოპოზიციამ რამდენიმე თვით თავი დაანებოს იმ მავნებლობას, რასაც აკეთებს და კანდიდატის სტატუსს გარანტირებულად მივიღებთ

“მე, როგორც ერთი ადამიანი, არა დეპუტატი, მოქალაქე, ლოგიკიდან გამომდინარე, გარანტიას ვიძლევი, რომ ქართულმა ოპოზიციამ რამდენიმე თვით თავი დაანებოს იმ მავნებლობას, რასაც აკეთებს და კანდიდატის სტატუსს გარანტირებულად მივიღებთ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია შეჩერდება, მავნებლური დუღილის ტემპერატურა დაიწევს.

“იცით, რატომ? თუ შეიქმნება რეალური აღქმა, რომ საქართველოში ეს რადიკალური მოძრობა ვერაფერს ახერხებს, არც რევოლუცია იქნება, ქაოსი და ომის გზამდე და გეგმამდე ვერ მივალთ, ანუ თუ ესენი გაჩერდებიან, ბუნებრივად, მავნებლური დუღილის ტემპერატურა დაიწევს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებაც გარანტირებული იქნება. თუმცა, ამას რომ არ გააკეთებენ, ხომ დარწმუნებული ხართ? რამდენიმე თვით შეწყვიტონ მავნებლობა, რასაც აკეთებენ რეკომენდაციებისა და კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ და გაძლევთ გარანტიას, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები